English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
რატომ ხდება პანდემიური ცვლილებები ეკონომიკაში?

COVID-19 - ახალი კორონავირუსის აფეთქებიდან 10 თვე გავიდა, რომელმაც 1 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს მოვლენა უკვე გახდა გეოეკონომიკასა და გეოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად გააზრების მიზეზი.

 ოფიციალური მონაცემებით, უკვე 56 მილიონამდე ინფიცირებული ადამიანია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში; საკუთარი მასშტაბისა და გავრცელების სიჩქარით კორონავირუსი გახდა გლობალური პანდემია, რომელსაც უკვე მზარდი გავლენა აქვს მსოფლიო საზოგადოების ქცევაზე, ჩვეულებრივი სამედიცინო შედეგების ნაცვლად.  იმის გამო, რომ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია არც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და არც მკურნალობის დადასტურებული კლინიკური მეთოდები, სოციალური დისტანცირება რჩება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ და რეკომენდებულ საშუალებად.

Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების დღის წესრიგში დგას, სადაც ეკონომიკა განიცდის რეალური სექტორის დეფიციტს და საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი დაბალანსებულია ტურიზმის სექტორისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით.

პოსტ-პანდემიის პერიოდში გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისისა და რეცესიის საფრთხე ემუქრებათ განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებსაც. კრიზისი არაერთ ეკონომიკას არყევს და მთავრობებს უბიძგებს გამოიყენონ მონეტარული და ფისკალური ინსტრუმენტები ეკონომიკის სტიმულირებისთვის მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კრიზისი გამოწვევების ფართო სპექტრს აყენებს და ეკონომიკის ახალი გააზრების საკითხს სვამს  თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის დღის წესრიგში. ნაშრომის ძირითადი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკის ზოგიერთი საკითხის ანალიზი.

საკვანძო სიტყვები: კორონომია; საერთაშორისო ეკონომიკა; ეკონომიკური პოლიტიკა; საერთაშორისო ვაჭრობა.

JEL Codes: E60, E61, E65, G18